“ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, მილიონ ლარად შეფასებული ნაძვის ხე სინამდვილეში ალვის ხეს უფრო გავს.
“ამ სიმახინჯეში ჩემს უკან რომ დგას 996 853 ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან კალაძემ. ეჭვი მაქვს სახლში ბევრად უკეთესი ნაძვის ხე აქვს, ვიდრე ეს არის. ეს უფრო ალვის ხეს გავს და შემოგვთავაზეს, რომ არის ნაძვის ხე. აქ ადამიანი რისთვის უნდა მოვიდეს, ალბათ უნდა ნახოს, როგორი არ უნდა იყოს ნაძვის ხე”-აცხადებს ხაბეიშვილი.