თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მოგეხსენებათ, არჩევნები ძალიან საკამათო, ძალიან სადავო იყო. რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ იყო დარღვევები ბევრ სფეროში, რაც არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტანდარტებს. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო არჩევნები ამდენი დარღვევით, ყველა ვიტყოდით: “აქ რა ხდება? ეს არ არის მისაღები”.

ყოველ შემთხვევაში, თუ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მან უნდა უთხრას მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ათასჯერ და ათობით ათასჯერ დაიწერა უკვე. ახლა 9 პუნქტის შესრულებაა საჭირო, შემდეგ საფეხურთან მისაახლოებლად. თქვენ უნდა გააუქმოთ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გავაუმჯობესოთ ის აქ ან იქ. ეს არ მოხდება. ის უნდა გაქრეს. თქვენ კვლავ უნდა გადახედოთ LGBTQ კანონს [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონს], რადგან ამ კანონით, თქვენ ახდენთ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები გარკვეული უმცირესობების დისკრიმინაციას. ეს უკანონოა ევროკავშირში.

განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა BMG-სთან.