“ქართული ოცნების მხრიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის გაწვევის მზაობის შესახებ განცხადება დამაიმედებელი სიგნალია. ახლა საჭიროა, ამას პარლამენტის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვეს. ევროკავშირი ელის, რომ ორივე პრობლემური კანონი “უცხოური გავლენებისა” და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის” შესახებ გაუქმდება.

ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის ვალდებულებას, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით, რაც შეესაბამება საქართველოს გაცხადებულ მიზანს, შეუერთდეს ევროკავშირს. ჩვენ გახსენებთ ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას”

ასე უპასუხა საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ ოცნების მხრიდან “აგენტებზე” კანონპროექტის ორივე ვერსიის უკან გაწვევის შესახებ ფორმულას კითხვას.