“ცხადია, იბადება კითხვა, დამსახურებულია თუ არა ეს განსაკუთრებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრი სახელმწიფოები მსჯელობენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეად სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერება ისახება. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა-მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. აღნიშნული განხილვა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ არ გვსურს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებების საფასური რიგითმა ადამიანებმა გადაიხადონ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეგვეჩერებინა და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. თუმცა, დისკუსია გრძელდება – ყველაფერი წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობა”,

აცხადებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.