ევროკავშირმა ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომელიც უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება

ევროკავშირმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

კითხვარის მიღების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 კვირაში კითხვარი უკვე მზად იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც დღეს,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელთან ერთად კიევში ჩავიდა, განაცხადა, რომ ” უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის”.

  • „რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაზე გადავა, ხოლო უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 8 აპრილს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, უახლოეს მომავალში, კერძოდ კი მომავალ კვირაში ელოდებიან. 

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე წლის,  3 მარტს შეიტანა.