EU-მ მკაფიო სიგნალი უნდა გაგზავნოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით – რინკევიჩი

ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავედ გააკრიტიკა  ევროკავშირის პოლიტიკა  საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ, ამასთანავე ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. ამის შესახებ, რინკევიჩმა, Riga StratCom Dialogue 2024-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

ასევე, რინკევიჩმა 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრა გაიხსენა და განაცხადა,   რომ საერთაშორისო რეაქცია იყო არასაკმარისი და ნელი.

ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვითარება, რომელიც ახლა საქართველოშია, მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო.

“თუ ჩვენ არ გავგზავნით ძალიან მკაფიო და ძალიან მკაცრ სიგნალს, და ჩვენ შეშფოთებას მხოლოდ სიტყვიერად გამოვხატავთ, მაშინ სიტუაცია გაუარესდება”, – დასძინა მან.