ევროკავშირის იუსტიციის კომისარის, დიდიერ რეინდერსის განცხადებით, უკრაინაში ომის გამო, EU-მ ოლიგარქებს და რუსულ კომპანიებს ჯამში $13.83 მილიარდის ქონება გაუყინა. მისი თქმით, ქონების უმეტესობის ჩამორთმევა ევროკავშირის 5 ქვეყანაში მოხდა და დანარჩენ 22 ქვეყანას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
“არსებულ მომენტში, ჩვენ გავყინეთ ოლიგარქებისა და სხვა წყაროების დაფინანსება, რომლის ღირებულებაც 13.8 მილიარდი ევროა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი, 12 მილიარდის გაყინვა 5 წევრი სახელმწიფოს მიერ მოხდა, ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”. – განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა, დიდიერ რეინდერსმა.
ამ დროისთვის ევროკავშირმა 98 კომპანიას და 1 160-მდე ინდივიდს დაუწესა სანქციები უკრაინაში ომისთვის.