ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს სომხეთს გზა ევროპული მომავლისკენ, ასევე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიები. ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის მანიფესტაცია, სომხეთის გაერთიანება მის და ჩვენს ევროპულ ოჯახში. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირველი და მტკიცე ნაბიჯებით – უვიზო მიმოსვლით სომხეთისთვის, გაგრძელებული ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებითა და სოციალური და პერსონალური კავშირების ხელშეწყობით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სომხეთში მომავალმა თაობამ უკვე მიიღოს ევროპული სარგებელი.
ამის შესახებ ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.