ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ, მე-18 პაკეტს ამზადებს – ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის სფეროდან მოსკოვის შემოსავლებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნებ
ახალი სანქციები მოიცავს:
“ჩრდილოეთ ნაკადი 1”-ისა და “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ პირველ სატრანზაქციო აკრძალვას — ევროკავშირის ოპერატორებს ეკრძალებათ მონაწილეობა მილსადენებთან დაკავშირებულ გარიგებებში;
რუსულ ნავთობზე ზედა ფასის ჭერის შემცირებას — 60 დოლარიდან 45 დოლარამდე ერთ ბარელზე;
SWIFT სისტემის აკრძალვის გაფართოებას — კიდევ 22 რუსულ ბანკზე ვრცელდება;
დამატებით კონტროლს მესამე ქვეყნების ფინანსურ ოპერატორებზე, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთთან ვაჭრობას აფინანსებენ.
სანქციების გამკაცრება მიზნად ისახავს რუსეთის იძულებას, სერიოზული წინადადებით დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ა მიმართული.