EU რუსული ნავთობის ემბარგოს სანქციების მე-6 პაკეტში გეგმავს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას სანქციების მეექვსე პაკეტში გეგმავს.

ის ყურადღებას ამახვილებს გერმანულ გამოცემა Zeit-ის ინფორმაციაზე, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ეხება.

“ევროკავშირი განიხილავს მექანიზმებს ნავთობის ემბარგოს სანქციების მომდევნო პაკეტში მოსახვედრად და ასევე, განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით სბერბანკსა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, – აღნიშნა ერმაკმა

მისივე თქმით, სანქციების დაწესება გაზპრომბანკისთვისაც ეფექტური იქნება.