EU საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზოს შეჩერებას განიხილავს – იოზვიაკი

ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

“EU განიხილავს საქართველოსთვის დიპლომატიური პასპორტების რეჟიმის შეჩერებას. გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა. გადაწყვეტილება შესაძლოა დადგენილ ვადაზე, 16 დეკემბრის სხდომაზე ადრე იქნეს მიღებული. ერთი საკითხია, რომ ჩინოვნიკებს აქვთ “ნორმალური” [მოქალაქის] პასპორტები, რის გამოც ეს ძირითადად სიმბოლური ჟესტია” – წერს იოზვიაკი.