“ახალ ეტაპზე გადავდივართ, მას შემდეგ, რაც წარვადგინეთ განაცხადი წევრობაზე. პროცესი დაწყებულია, ახლა მივიღებთ კითხვარს, ამ პროცესს სჭირდება მაქსიმალური ჩართულობა ყველას მხრიდან, ყველა უწყების მხრიდან, მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული ამ პროცესში, ჩვენ მაქსიმალურად მცირე დროში უნდა მივაწოდოთ აღნიშნული შევსებული კითხვარი ბრიუსელს

მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ის სიკეთე, ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ევროკავშირთან ურთიერთობაში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, შემდეგ უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადი წევრობაზე, ეს ყველაფერი უკავშირდება ქართულ ოცნებას.

ასე რომ, ამ პასუხისმგებლობით, მივიღებთ რა კითხვას, ჩავერთვებით და წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას. მოლოდინი მაქვს, რომ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარლამენტთან, სხვა დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ამ პროცესში თავის წვლილს შეიტანენ”

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.