“EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საელჩო

“EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.

ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.” -წერია განცხადებაში.