რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაზე დაწესებულ ევროკავშირის ახალ სანქციებს ნეიტრალური შვეიცარიაც უერთდება და ასევე ამ პირების აქტივების გაყინვას გეგმავს. როგორც შვეიცარია აცხადებს, აღნიშნული სანქციების განხორციელება ქვეყნის ნეიტრალიტეტთან თავსებადია.
„ამჟამად აკრძალულია ყველა ორმაგი დანიშნულების ნივთის ექსპორტი რუსეთში, განურჩევლად მათი საბოლოო გამოყენებისა თუ საბოლოო მომხმარებლისა. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ განვითარებას ან თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებას
რუსეთში ნავთობის სექტორში გარკვეული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი აღარ არის ნებადართული. ასევე, აკრძალულია გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში”, – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ.