ისინი, ვინც ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის, ვნახეთ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც ჩაერია საქართველოს არჩევნებში 2024 წელს, მათ შორის, ვნახეთ თავად ევროკავშირი, მისი ელჩის სახით, რომელიც ერეოდა საქართველოს არჩევნებში, აკეთებდა პოლიტიკურ კომენტარებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.
მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ევროკავშირის ელჩმა შეაფასა ჩვენი საარჩევნო ბანერი, გახსოვთ, ამაზრზენი უწოდა მას. რა თქმა უნდა, მას არავინ არ ეკითხება ჩვენი საარჩევნო ბანერი როგორი უნდა იყოს, როდესაც ის საუბრობს ერთი პარტიის ბანერზე და ერთი პარტიის საარჩევნო სტრატეგიასა თუ ტაქტიკაზე, მაშინ ან ყველაზე ისაუბროს… ერთზე რომ საუბრობს, ნიშნავს, რომ ის კამპანიაში არის ჩართული ამ ერთი პარტიის წინააღმდეგ.
რომელი ერთი დაგისახელოთ, როცა ევროკავშირის ელჩიც კი თავად ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში არჩევნებში ჩარევის გზით.
ასე უპასუხა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რუსეთის გარდა, ვინ უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს.