უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი BBC-ს ცნობით ამბობს, რომ უკრაინას ნატოს გარდა სხვა გზა არ აქვს, რადგან ეს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის არდაკარგვის გარანტიაა.
მისივე განცხადებით, არ შეუძლიათ იმაზე თვალის დახუჭვა, რომ მხოლოდ რუსეთი არ არის, ვისაც არ უნდა უკრაინის ნატოს გარეთ დატოვება.
“ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს რუსეთთან ერთად… რაც არასწორია”,– ამბობს ზელენსკი BBC-სთან.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის გეოპოლიტიკური კურსი კონსტიტუციაშია დაფიქსირებული და ეს უკრაინელი ხალხის არჩევანია.