“ევროკავშირს ახლა, რა თქმა უნდა, აშფოთებს ის, თუ როგორ გაგრძელდება ეს რეფორმები. სესხზე უარის ფონზე, რომლის საფუძველშიც რეფორმების პირობა იყო ჩადებული, ჩვენ გვაშინებს ის, თუ რას ნიშნავს ეს და საით მიდის საქართველო.
პრემიერი მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა როგორც თანასწორი პარტნიორი და ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. ზოგჯერ კი, იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ. ჩვენ გვაინტერესებს რა არის ქართული ოცნების საბოლოო მიზანი და გეგმა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი”