უნგრეთის სახელმწიფო მდივანი საერთაშორისო კომუნიკაციისა და ურთიერთობების საკითხებში, ზოლტან კოვაჩი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ.
კოვაჩის მტკიცებით, ეს წინადადება “მიუღებელია” და “უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებს”.
“მათ ზუსტად იციან, რომ რასაც გვთავაზობენ, ეწინააღმდეგება უნგრეთის ინტერესებს, ეწინააღმდეგება შესაძლებლობას, რომელიც განხორციელებადია ადგილზე და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, უნგრეთის ეკონომიკას მთლიანად დავანგრევთ”,– თქვა სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.