EU-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს – ლიეტუვა

ლეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან European Truth-ის ცნობით Delfi-სთან საუბრისას განაცხადა.

“ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ძლიერი წინააღმდეგობა რამდენიმე ქვეყნიდან, მაგრამ [სანქციების] მეექვსე პაკეტის პროექტი, რომელიც მომზადდა ევროკომისიის მიერ, შეიცავს წინადადებებს ნავთობის შესახებ. ისინი შეიძლება გამოირიცხოს ვეტოს საშუალებით, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მან არ დაასახელა, რომელი ქვეყნები არ უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესებას.

პუტინის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და ამჟამად ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ მხოლოდ რუსული ნავთობის ემბარგოს შეუძლია პუტინის ომის შეჩერება.