EU-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ გაძლიერებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ – ამის შესახებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა.
“წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ.
მივესალმები ამას.
ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის მოსკოვს: ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” – დაწერა ლაიენმა ტვიტერზე.