ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება – საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის” – ამბობს მინისტრი.