EU-ის ქვეყნების ელჩებმა დავითაშვილს ოფიციალური დემარშით მიმართეს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს.

“ეს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღეს ევროკავშირის ქვეყნებმა, რომ არ განხორციელდეს ფრენები რუსეთში რუსეთიდან და თვითმფრინავებმა რუსეთიდან არ გადაიფრინონ რუსეთიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.

ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ – მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა…

ეს იყო რუსეთს გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები, თუმცა ეს ასევე ითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლებიდან და სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომ ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ აღედგინა ფრენები რუსეთთან”- თქვა მან.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე დიპლომატიურ დემარშია რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისგან იღებს.

მანამდე, თებერვალში, პაველ გერჩინსკიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გადასცა ოფიციალური მიმართვა დემარშის ფორმატში სადაც გამოთქვა შეშფოთება პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის  მდგომარეობის შესახებ.