ოთხშაბათი, 30 აპრილი , 2025, 11:15

EU-მა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად – კარლ ბილდტი

“გრძელდება მასიური საპროტესტო აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია  პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.”

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა.