“ისინი კი არ გვიწყვეტენ, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს”…
და ვიღაცა პრევენციის მიზნით ნათქვამ ამ ერთუჯრედიან ქოცურ ვირეშმაკობას დაიჯერებს.რეალურად, ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების შეჩერება ნიშნავს მინიმუმ ათჯერ მეტის დაკარგვას, რადგან ყველა პოტენციური ინვესტორი ამ ფაქტის გამო, საქართველოს გადაიყვანს მაღალი რისკის ზონაში და შეაჩერებს აქტივობას.
პოლიტიკურ შედეგებზე აღარაფერს ვამბობ”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. დღეს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.