ლიეტუვის საგარეო მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროკავშირს “არ შეუძლია, დაიღალოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებით” ან უკრაინის დახმარებით.
კონკრეტულად სანქციებზე საუბრისას მან თქვა, რომ „გარდაუვალია“ ენერგეტიკის სექტორზე საუბრის დაწყება.
“ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ნავთობზე, ვინაიდან დიდწილად ნავთობისგან მიღებულ შემოსავალზეა რუსეთის ეკონომიკა დამოკიდებული და ამავდროულად, ის საკმაოდ ადვილად ჩანაცვლებადი”,– განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.