EU-ს დახმარებაზე უარის თქმა, კითხვებს აჩენს საქართველოს მომავალზე – სენატორი რიში

EU-ს დახმარებაზე უარის თქმა, კითხვებს აჩენს საქართველოს მომავალზე – სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს.

„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“ – აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ სენატორი რიში.