ვერსალის სასახლეში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ევროპელი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას „არაპროვოცირებულს და გაუმართლებელს“ უწოდებენ და ასევე აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას რუსეთსა და ბელარუსს.
„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებს, ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს ეკისრებათ სრულ პასუხისმგებლობა ამ აგრესიულ ომზე და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე, მათ შორის თავდასხმებზე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.