EU ცდილობს, ბიუროკრატიული პროცედურები დაჩქარდეს – პაპუაშვილი განაცხადზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის დროს დაუდასტურეს, რომ ევროკავშირი ცდილობს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დააჩქაროს.

მისი ინფორმაციით, პროცედურები, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.

“სასიხარულო არის ის, რომ ევროკავშირი, რაზეც ჩვენ ნამდვილად მივიღეთ დასტური, ცდილობს, რომ ბიუროკრატიული პროცედურები რაც არის, მაქსიმალურად დაჩქარდეს და ჩვენი განაცხადი უკვე გადაგზავნილი იქნა შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც ახლა უნდა შეიმუშავონ კითხვარი კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება.

სხვა დროს თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეები, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება და გამოიგზავნება კითხვარი, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ქვეყნის შესწავლისა და ანალიზისა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანეს.