“ბოლო პერიოდში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასაც შედეგად მოჰყვა ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ამიტომ ვგმობთ ძალადობას. საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, რომელიც მიისწრაფვის დემოკრატიის გამოხატვის თავისუფლებისა და ევროპისაკენ. არანაირად არ ვეთანხმებით ხელისუფლების შეფასებას, რომ ევროკავშირი უბიძგებს ხალხს პროტესტისკენ. ევროკავშირი არ უჭერს მხარს უჭერს ძალადობას, არამედ გმობსმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას – ყველა იმ ჟურნალისტსა და მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიან აქციებს მართავენ და ვგმობთ სამთავრობო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ოპოზიციის ჩასახშობად, რასაც ზუსტად ახლა აკეთებენ“,
აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი.















