ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტს ირჩევენ

ევროკავშირში ამომრჩევლებმა ხმის მიცემა დაიწყეს, ისინი ევროპარლამენტარებს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 28 წევრი სახელმწიფოდან ასობით ათასი ადამიანი იღებს. ხმის მიცემის პროცესი ოთხი დღე გაგრძელდება. წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ პოპულისტი და ნაციონალისტი კანდიდატები, სავარაუდოდ, საკუთარ შედეგებს გააუმჯობესებენ. ისინი ევროკავშირის როლის შეკვეცას ემხრობიან, თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებების გაზრდის ფონზე.
ევროპარლამენტი 751 წევრისგან შედგება. თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ შემცირდება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი გადაიდო, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების კვალდაკვალ ბრიტანეთი ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ის ჯერ ისევ გაერთიანების წევრია.