50 წლის იუბილე ჯენიფერ ლოპესმა მაიამის ფეშენებელურ რაიონში გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. მედიაში დახურული ზეიმის დეტალებმა, ფოტოებმა და ვიდეოებმა გაჟონა.
სპეციალურად წვეულებისთვის ჯენიფერ ლოპესმა ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული ღამის კლუბი იქირავა. მას ვერსაჩეს კაბა ეცვა. დონატელა ვერსაჩემ, რომელიც ლოპესთან წლებია მეგობრობს, ვარსკვლავს კაბა თვითონ შეურჩია და მას “ბერძნული ქალღმერთის სამოსი“ უწოდა.
წვეულება დილამდა გაგრძელდა.
“ეს იყო დაუვიწყარო საღამო, ვგრძნობ თქვენს სიყვარულს. ვიხსენებ თქვენს მოლოცვებს და ვტირი. უზომოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ“ – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.
ლოპესმა საკუთარ დაბადების დღეზე ძვირფასი საჩუქრები მიიღო.
მაგალითად, ქალაქ მაიამის ხელისუფლებამ მას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა: ამიერიდან ამ ქალაქში 24 ივლისი ოფიციალურად ითვლება “ჯენიფერ ლოპესის დღედ“.
ჩინოვნიკებმა მომღერალს ქალაქის პლაჟის ოქროს გასაღებიც კი აჩუქეს. ჯენიფერი ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.
ინტერნეტში ჯენიფერ ლოპესის საიუბილეო წვეულების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა.