“ყველას ძალიან გვიხარია, რომ დანია აპირებს ამ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას ნიდერლანდებთან, ბელგიასთან და აშშ-თან თანამშრომლობით. ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი. იმედი მაქვს, F-16-ებს უკრაინის საჰაერო სივრცეში ზაფხულამდე ვიხილავთ.ერთადერთი, რის გამოც უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას ვაგვიანებთ, არის მხოლოდ ტექნიკური მიზეზი, რადგან ამ თვითმფრინავებისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურაა საჭირო. ამასთან, F-16-ებისთვის წვრთნა გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ნებისმიერი იარაღის სისტემისთვის”

განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.