Facebook-ვიდეოს გამო, TV პირველის ოპერატორს შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

TV პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს Facebook-ვიდეოს გამო, შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

“მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს პოლიციისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. სასამართლოში შეგვაქვსო.  6 აპრილს დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან, სადაც შსს-ს მოვიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ და ვიძახი, რომ თვენი უნიჭო დედაც მოვ**ნ -თქო და ისევ მაგ აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. ადამიანები, რომებიც კრიმინალს უნდა ებრძოდნენ, ზიან და ჩემ ფეისბუქ სტატუსებს უთვალთვალებდნენ” – ამბობს ჯიოშვილი.