სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფეისბუქზე პრეზიდენტის ყალბი გვერდები შეიქმნა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
“Facebook-ზე შეიქმნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყალბი გვერდი, რომლითაც ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სხვადასხვა ჯგუფების მეშვეობით, ე.წ. ტროლები ორგანიზებულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – წერს ზურაბიშვილი.
ის გვერდების ფოტოებსაც აქვეყნებს:
ამ დროისთვის აღნიშნული გვერდები ფეისბუქზე არ იძებნება.