7 საათიანი გათიშვის შემდეგ, FACEBOOK-ი სერვისებმა, Messenger-მა, WhatsApp-მა და Instagram-მა მუშაობა განაახლა. უცნობია, რა გახდა სოციალური ქსელის გათიშვის მიზეზი. როგორც Forbes-ი იუწყება, აღნიშნული ხარვეზის გამო, მარკ ცუკერბერგის აქციებმა 5%-ით იკლო, მისი ქონება თითქმის 7 მილიარდი დოლარით შემცირდა
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება იმასთან დაკავშირებით განცხადება თუ რა კონკრეტული ხარვეზი ჰქონდა სოციალურ ქსელს, თუმცა Twitter-ზე არაერთმა უსაფრთხოების ექსპერტმა აღნიშნა რომ ხარვეზი დომენის სახელის სისტემას (DNS) უკავშირდება. დომენის სახელის სისტემა საიტის სახელს IP მისამართებად თარგმნის რომელსაც შემდეგ კომპიუტერული სისტემა კითხულობს, უფრო ზუსტად კი, ფეისბუქის გამოყენება შეუძლებელია რადგან DNS სწორ მისამართზე ვერ გზავნის ჩვენს მოთხოვნას, თუმცა სოციალური ქსელის ყველა ფუნქცია ადგილზეა. DNS-ის გაუმართაობის შემთხვევაში ვებ-გვერდი არ ფუნქციონირებს.
Facebook, Whatsapp, and Instagram suffered a global outage today beginning at 15:39 UTC (11:39am ET), according to @kentikinc data.
Early indications point to a DNS problem.https://t.co/8kh52aOaTL
— Doug Madory (@DougMadory) October 4, 2021
კალიფორნიული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Kentik-ის ინტერნეტ ანალიზის მიმართულების დირექტორი, დუგ მადორი Twitter-ზე ფეისბუქის გაუმართაობას ასევე DNS-ს უკავშირებს.
Facebook’s DNS service appeared to be fully restored by approximately 21:30 UTC and https://t.co/1SWmtRpUtP is now reachable for most users. pic.twitter.com/9u9cBuLobr
— ThousandEyes (@thousandeyes) October 4, 2021
Planisys, ვებუსაფრთხოების კომპანია