Facebook-ი წაშლის პოსტებს, რომლებიც ეხება ჰოლოკოსტის უარყოფას, ან ამ ტრაგედიის არასწორად წარმოჩენას. ამის შესახებ ამერიკული კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს ჩვენ ვაახლებთ სიძულვილის ენის პოლიტიკას, რომ ავკრძალოთ ნებისმიერი შინაარსი, რომელიც უარყოფს ან არასწორად წარმოადგენს ჰოლოკოსტის შესახებ ინფორმაციას”, – ვკითულხობთ განცხადებაში.
კომპანია ამჟამინდელ გადაწყვეტილებას ხსნის მსოფლიოში ანტისემიტიზმის ზრდით და ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების საგანგაშოდ დაბალი დონით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. შეერთებულ შტატებში 18-39 წლის მოზრდილთა გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა თითქმის მეოთხედმა თქვა, რომ ჰოლოკოსტი მითია ან გაზვიადებულად მიაჩნია.
ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი.