Facebook პოსტის გამო 4000 ლარი დამაჯარიმეს და კიდევ 3 წლით ამიკრძალეს იარაღის ტარება – ქაცარავა

თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე, Facebook-ში დაწერილი პოსტის გამო, დავით ქაცარავა 4000 ლარით დააჯარიმეს.

“შარშან როდესაც ამ სისხლიანი რეჟიმის ცოფიანმა ქოფაკებმა სახის ძვლები დამიმტვრიეს, მერე ზუსტად ჩემი ცემის ამბავზეც მე გამასამართლეს-2000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს და 2 წლით შემიზღუდეს იარაღის ტარების უფლება.

დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ფეისბუკ პოსტის გამო 4000 ლარი გამომიწერა შაპიტომ, სასამართლოდ წოდებულმა, და ჰოი საოცრებავ – კიდევ 3 წლით ამიკრძალეს იარაღის ტარება.

ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?”, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.