“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ფეისბუქმა წაშალა პროროსულ ორგანიზაციასთან, ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები.
ISFED-ის ცნობით, ომის შესახებ მანიპულაციურ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან.
“უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით”,– აცხადებს ISFED-ი.