ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდადაა, სასწრაფო გვყავს გამოძახებული, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა.
„ფაქტია, რაღაც მომწამვლელი დაასხეს. ესაა მათი სახე. მალე ალბათ მთელ ერს სათითაოდ ჩაგვიყრიან საწამლავს. არ მინდა კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულო, თუმცა ვიდეოკადრები არსებობს. მოდიან საგამოძიებო სტრუქტურები,“-განაცხადა წილოსანმა.