“ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება”- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ეფექტური ნაბიჯები უკვე გადადგა.
„ჩვენი აზრით, საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა. არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ის რაც კობა გვენეტაძემ თქვა, რომ იმ წლის გაზაფხულისთვის მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდგომში გააგრძელებს ქვემოთ სვლას და მხოლოდ მომავალში შეიძლება გაჩერდეს ნიშნულზე, ამის ყველა წინაპირობაა. ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი და ფისკალურ ნაწილში მთავრობა ატარებს, იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ასე მოხდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.