FDA-მ კოვიდის სამკურნალო პირველ აბს ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსულ აბ Paxlovid-ს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.

ფაქსლოვიდი COVID-19-ის სამკურნალოდ ავტორიზებული პირველი ანტივირუსული ტაბლეტია, რომელსაც ინფიცირებული ადამიანი მანამდე მიიღებს, სანამ იმდენად ავად გახდება, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება. ტაბლეტის მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ ინფიცირებული, 12 წლის ზემოთ რისკჯგუფში შემავალი პირები, რომლებიც სულ მინიმუმ კილოს იწონიან.

FDA-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია კოვიდის დიაგნოზის დასმიდან მალევე და სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში.

წინა კვირას Pfizer-მა კვლევის განახლებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველი სიმპტომიდან რამდენიმე დღეში აბის მიღების შემთხვევაში მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს.