ფილიპინებში მორიგი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ვისაიას რეგიონში მოხდა.
ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი. 24 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინცია იყო. თუმცა ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
ძლიერი ბიძგების შედეგად მანილაში ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე არსებული აუზიდან წყალი გადმოიღვარა. მომხდარის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მიწისძვრამ ხალხში პანიკა გამოიწვია.