Financial Times: ФСБ უკრაინული მოსახლეობის დასაშინებლად სადამსჯელო ოპერაციებს გეგმავს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს დაევალა სადამსჯელო ოპერაციის მომზადება დაპყრობილ უკრაინულ ქალაქებზე მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის და ფაქტიურად ერთ ადგილზე გაჩერებული უკრაინული არმიის წინსვლის გასაცოცხლებლად. – წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times ევროპულ სპეცსამსახურებზე და ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.

“ისინი ამუშავებენ სცენარს პროტესტის და წინააღმდეგობის აგრესიულად ჩასახშობად, მათ შორის ხალხის მასის დასაშლელად, რესპრესიებისთვის ორგანიზატორების წინააღმდეგ და შესაძლოა საჯაროდ სიკვდილით დასჯისთვისაც, პროტესტის მონაწილე უკრაინელების დასაშინებლად“– ციტირებს გაზეთი ანონიმ ევროპელ ჩინოვნიკს.

უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსულ არმიას, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა “მათ გასათავისუფლებლად ნარკომანების, ნეონაცისტების და ბანდერელებისგან.“ კრემლი ამტკიცებს, რომ მხოლოდ უკრაინული არმიის განადგურებას გეგმავს და მოსახლეობის მოკვლა არ უნდა.

უიარაღო უკრაინელები ტანკებს უწვებიან, აპროტესტებენ დაპყრობილ ქალაქებში და ღია შეტაკებებში შედიან კბილებამდე შეიარაღებულ რუს სამხედროებთან.

სადამსჯელო ოპერაციები საშუალებას მისცემს პუტინს ეს წინააღმდეგობა ჩაახშოს და არმიას მდგომარეობა შეუმსუბუქოს – ვარაუდობენ ანალიტიკოსები გაზეთთან საუბრისას – და რაც მთავარია, ეს უფრო იაფი დაჯდება, რაც კრემლისთვის სამხედრო დანაკარგების და სანქცების პირობებში მნიშვნელოვანია.

ამერიკული სამხედრო აკადემია USAWC–ს კვლევებით, მთელი ქვეყნის ოკუპაციისთვის 1 ათას მოქალაქეზე 20 ჯარისკაცია საჭირო. თუმცა, ჩეჩნეთში რუსეთს 150–ზე მეტი დასჭირდა. ეს ძალიან დანახარჯიანია, სადამსჯელო ოპერაციები კი  “სამხედროს გააიაფებს.“

“უკრაინის უზარმაზარი ტერიტორიის გათვალისწინებით, მოსკოვს გაუჭირდება ტერორის გარეშე კონტროლის დამყარება. ეს არის იაფი და გამოცდილი მეთოდი პირადი შემადგენლობის ნაკლებობის პირობებში.“– ციტირებს გაზეთი ყოფილ კოლუმბიელ სამხედროს, ამაჟმად European Institute of Peace–ის უფროს მრჩეველს, სერხიო ხარამილიოს.

გაზეთი იხსენებს, რომ თთებერვალში აშშ–მ გაეროს მიმართა და თქვა, რომ მათ აქვთ სანდო ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სავარაუდოდ აპირებენ გამოიყენონ ლეტალური ძალა მშვიდობიანი პროტესტების დასარბევად უკრაინაში და უკვე შედგენილი აქვთ მათი სიები, ვინც ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ უნდა მოკლან ან ბანაკებში გაუშვან.

კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა მაშინ ამ მტკიცებებს ტყუილი და ფეიკი უწოდა.