სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ვიდეო, რომლებიც ასახავს, თუ როგორ ცდილობენ გართობას კარანტინში გამოკეტილი იტალიელები. ისინი ძირითადად ფანჯრიებიდან და აივნებიდან მღერიან, უკრავენ და ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ამჯერად ფლეშმობი სიცილიელმა მეზობლებმა გამართეს, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების მიუხედავად ხალისი არ დაკარგონ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა მთელ იტალიაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინია გამოცხადებული.