Flightradar24-მა პრიგოჟინის თვითმფრინავის ვარდნის ზუსტი „გრაფიკი“ გამოაქვეყნა

Flightradar24 სერვისმა, რომელიც აკონტროლებს თვითმფრინავების ფრენებს მთელს მსოფლიოში, გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტის ბოლო ფრენის შესახებ, რომელიც გუშინ ჩამოვარდა.

ანგარიშის თანახმად, პრიგოჟინის  Embraer Legacy 600 თვითმფრინავმა საკუთარი მონაცემების გადაცემა მოსკოვის დროით 17:46 საათზე დაიწყო. მას  კოორდინატები არ გადაუცია  და Flightradar24–მა  მისი ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ მოსკოვის დროით 17:59-დან 18:11 საათამდე პერიოდში შეძლო, როდესაც ის მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

პრიგოჟინის თვითმფრინავის სიმაღლე ბოლო 32 წამის განმავლობაში

თვითმფრინავის მიერ გადაცემული სხვა მონაცემებიდან ირკვევა, რომ 18:11 საათისთვის ის 8,5 კმ სიმაღლეზე ავიდა და შემდეგ ამ სიმაღლეზე ჰორიზონტალურად მიფრინავდა.

მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ის მცირედით ისევ უმატებდა სიმაღლეს და შემდეგ ისევ დაბლა ჩადიოდა.  ხოლო 18 საათზე 19 წუთსა და 52 ან 53 წამზე ვარდნა დაიწყო.

მომდევნო 22 წამის განმავლობაში ის  დაახლოებით 2,5 კილომეტრით დაბლა ჩამოვიდა,  რის შემდეგაც მისი გადამცემები გაჩუმდნენ.

პრიგოჟინის თვითმფრინავის სიმაღლე ბოლო 32 წამის განმავლობაში