ფრანგი ავტომრბოლელი, 22 წლის ანტუან ჰუბერტი ბელგიაში “ფორმულა2“–ის შეჯიბრის დროს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. რბოლა სპა–ფრანკორშამის ტრასაზე რბოლისას მოსახვევიდან გამოსვლისას ჰუბერტმა მანქანის მართვა დაკარგა და 270 კმ. სთ. სიჩქარით ბარიერს შეეჯახა. მის უკან მომავალი ამერიკელი მრბოლელი ხუან მანუელ კორეა კი მის ავტომობილს მთელი სიჩქარით შეეჯახა. შედეგად ჰუბერტის ბოლიდი ორ ნაწილად დაიშალა, კორეას ავტომობილი კი გადაბრუნდა.
შეჯახების შემდეგ ორგანიზატორებმა პაუზა გამოაცხადეს, შემდეგ კი რბოლა შეწყვიტეს.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ იუბერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ადგილობრივი დროით 18:35 წუთზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუან მანუელ კორეაც. მისი მდგომარეობა სტაბილურია. იუბერმა ამ სეზონზე ორი რბოლა მოიგო – მონაკოში და ლე კასტელში. ტრაგედიის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება.