ძმებ ზუბალაშვილების საფრანგეთში დაბდადებული პირდაპირი შთამომავალი საქართველოში ჩამოვიდა. 24 წლის ტაისია ბელერი პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილიშვილია, რომელიც თბილისში მის მეგობართან ერთად პირველად ჩამოვიდა. ტაისიას სურვილი იმ კულტურული მემკვიდრეობის საკუთარი თვალით ნახვა და შეცნობაა, რომელიც ძმებ ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება.
“ბაბუაჩემი საქართველოდან იყო და ხშირად ვხედავდი ხოლმე წერილებსა და არქივებს ზუბალაშვილების შესახებ. ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნის გაცნობა და დღეს ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, რომ ცოტახანს კიდევ დავრჩები თბილისში, რადგანაც ვთვლი, რომ ეს ქალაქი შესანიშნავია და კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსანახულებელი. ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს და ვიგებ სიახლეებს ქვეყნისა და ოჯახის შესახებ. ასე რომ ჯერჯერობით განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს, უბრალოდ ვცხოვრობ აქ და ვნახოთ მომავალში რა იქნება.“– ამბობს ტაისია.
პეტრე, სტეფანე და იაკობ ზუბალაშვილების ცნობილი გვარი, როგორც ქართველი მრეწველები და მეცენატები ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. მათი მიზანი ქართული კულტურისა და ეკონომიკის გადარჩენა იყო, რასაც ძმებმა დიდი და დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს. თბილისში მათსავე სახელს უკავშირდება მარჯანიშვილის თეატრის, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის ისიტორიული შენობების აგება, რომელთა შესაქმენლადაც ძმებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება თბილისის პირველი პედიატრიული საავადმყოფოც, რომელიც მათ ევროპიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვეს. ამასთანავე, ზუბალაშვილები აქტიურად აფინანსებდნენ გაზეთ ივერიასა და ჟურნალ ჯეჯილს. დღეს უკვე თბილისში ძმების საპატივცემულოს მათი სახელობის ქუჩა არსებობს, რომელსაც ზუბალაშვილების სახელი 1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას ინიციატვით დაერქვა.
ბაბუის სამშობლოში ჩამოსული ტაისია ბელერი ამბობს, რომ გაოცებულია თბილისის სილამაზით და ქვეყნის უკეთ გასაცნობად საქართველოს სხვა რეგიონებში მოგზაურობასაც აპირებს.