#Freemisha არ არის ჩემი დღის წესრიგის მთავარი საკითხი. მთავარი საკითხი არის სრულად პროპორციული 2%-იანი ბარიერი და ამის გარშემო შემოშენება ბევრი სხვადასხვა საკითხების და მათშორის იმ პრობლემების, რომლებიც ყოველდღიური პრობლემებია. ასევე ახსნა მხარდამჭერებისთვის და არამხარდამჭერებისთვის რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში,  სადაც სხვადასხვა კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას და რამდენად შეუთავსებელია ამ ძალაუფლების შენარჩეუნბა ქვეყნის განვითარებასთან ერთად. ან  რესურსები იხარჯება იმაზე რომ ქვეყანა განვითარდეს ან რესურსები იხარჯება რომ ვიღაცებმა შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ შორის ახსნა იმის რომ ყველა პრობლემა რაც ქვეყანაში არსებობს დაკავშირებულია იმასთან რომ ვიღაცები ძალაუფლებას ინარჩუნებენ.”

აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად”.