FSB აცხადებს, რომ დააკავეს უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც რკინიგზაზე დივერსიას გეგმავდნენ

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში, დააკავეს უკრაინის მხარდამჭერი 2 რუსი, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დივერსიის მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ავრცლელებს. 

როგორც FSB-მ ТАСС-ს განუცხადა, დაკავებულები, “უკრაინელი ნეონაცისტების მხარდამჭერები” არიან და რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს უკრაინულ ვებსაიტზე Миротворец-ზე გზავნიდნენ. FSB-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ბრალს აღიარებდნენ.

“ბელგოროდის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა ბელგოროდის რეგიონის ერთ-ერთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დივერსიის ჩასატარებლად მომზადებისას დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინული ნაციზმის მომხრეები არიან”, – ამბებნ ФСБ-ში.