FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს – პაპუაშვილი დეგნანს განცხადებებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

FSB-ს სახელმძღვანელოები წაკითხული არ მაქვს “ქართული ოცნების” დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სიფრთხილისკენ მოუწოდებს “ყველას” საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას.

“არც კომენტარი გამიკეთებია და ვერც ამ კომენტარის კომენტარს გავაკეთებ. FSB-ის სახელმძღვანელოები მე წაკითხული არ მაქვს, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი”, – თქვა პაპუაშვილმა.

დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ნარატივი თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩაბმა სურს, FSB-ს სახელმძღვანელოებიდან მოდის.

“ეს რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს, აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ომი, რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს”, – თქვა მან.